
ღონისძიების შესახებ
FMCG Expo & Awards წლის მთავარი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება საქართველოში სწრაფი მომხმარების პროდუქტების (FMCG) ინდუსტრიის განვითარებას, მისი წარმატებული წარმომადგენლების აღიარებას და ერთმანეთთან დაკავშირებას. გამოფენისა და დაჯილდოების კომბინაცია ქმნის უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, საცალო ქსელებს, მომსახურების მიმწოდებლებს, ინოვატორებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ინვესტორებსა და სფეროს პროფესიონალებს.
The FMCG Awards მიზნად ისახავს საქართველოში სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორის განვითარებას, ხარისხისა და ოპერაციული სტანდარტების ამაღლებას და ინდუსტრიის გამორჩეული ბრენდების, კომპანიებისა და პროფესიონალების აღიარებას.
დაჯილდოება ასახავს და ხელს უწყობს ინოვაციას, ეფექტიანობას, მდგრადობასა და პროფესიონალიზმს წარმოების, ლოგისტიკის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საქართველოში FMCG ბაზრის ზრდას, გავამარტივოთ სექტორის მონაწილეებს შორის კავშირები და შევქმნათ სივრცე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის, მოტივაციის ამაღლებისა და დარგის პოპულარიზაციისთვის.
FMCG Expo წარმოადგენს გამოფენას, რომელიც გვაჩვენებს საქართველოს სწრაფმომხმარებადი პროდუქციის პოტენციალს. ექსპო არის უნიკალური შესაძლებლობა კომპანიებისთვის და ორგანიზაციებისთვის, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, გადაწყვეტილებები, ინოვაციები და სერვისები მიზნობრივი პროფესიული აუდიტორიის წინაშე.
გამოფენაში მონაწილეობენ
- საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლები
- პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებლები
- შეფუთვისა და ლოგისტიკის კომპანიები
- საცალო ქსელები და დისტრიბუციის პარტნიორები
- ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმწოდებლები
- სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები
რატომ უნდა დაესწროთ გამოფენას?
- აღმოაჩინეთ უახლესი ტენდენციები და ინოვაციები FMCG სფეროში
- განავითარეთ პარტნიორული ურთიერთობები
- გაიცანით დარგის ლიდერები და პოტენციური ინვესტორები
- მიიღეთ მონაწილეობა ლაივ დემოებში და ექსპერტულ სესიებში
გახდით საქართველოს FMCG ინდუსტრიის მომავლის ნაწილი – შემოუერთდით FMCG Expo & Award-ს!
ორგანიზატორი
FMCG Expo & Awards -ის ორგანიზატორია ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა Georgian Awards, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინდუსტრიის ზრდასა და წინსვლას საქართველოში, გამოავლინოს გამორჩეული პროფესიონალები და კომპანიები, დააფასოს, აღიაროს და მოტივაცია მისცეს მათ რათა გაააძლიერონ ადგილობრივი პოტენციალი და რაც მთავარია შექმნას შესაძლებლობების ახალი ჰორიზონტები მათი წარმატებისთვის.
ნომინაციები
კომპანიებისთვის:
- წლის საუკეთესო FMCG კომპანია
- საუკეთესო პროდუქტის ინოვაცია
- წლის საუკეთესო შეფუთვის დიზაინი
- საუკეთესო მარკეტინგული კამპანია
- წლის ბრენდი – მომხმარებლის რჩეული
- საუკეთესო დისტრიბუციის ქსელი
- საუკეთესო ლოგისტიკური გადაწყვეტა
- საუკეთესო ხარისხის მართვის სისტემა
- მდგრადი განვითარების ლიდერი (sustainability award)
- საუკეთესო საექსპორტო პროდუქტი
პერსონალური ნომინაციები:
- წლის მენეჯერი FMCG სექტორში
- წლის ახალგაზრდა ლიდერი
- წლის გაყიდვების მენეჯერი
- წლის მარკეტინგის პროფესიონალი
- წლის ინოვატორი
განსაკუთრებული ნომინაციები:
- წლის დებიუტანტი ბრენდი
- საუკეთესო პარტნიორობა – საცალო ქსელი & ბრენდი
- საზოგადოებაზე ზემოქმედების ნომინაცია (Social Impact Award)
- ტექნოლოგიური ინოვაციისთვის – Digital Transformation in FMCG
- FMCG სფეროში წვლილისთვის – სპეციალური ჯილდო
აუდიტორია
FMCG Expo & Awards 2025-ის სტუმრები:
- 150-ზე მეტი სტუმარი
- FMCG სექტორის წარმომადგენლები
- სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები
- მედიის წარმომადგენლები
ხმის მიცემის პროცესი
ნომინაციები განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Fmcgawards.ge და სოციალური ქსელების გვერდებზე
ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება "მაგთიკომის" მიერ თითოეული ნომინანტისათვის მინიჭებულ უნიკალურნომერზე დარეკვით.
ნომინაციაში გაიმარჯვებს ის ნომინანტი, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
ხმის მიცემის პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე.
ღონისძიების პროგრამა
ღონისძიების პროგრამა

FMCG Expo & Awards
26 მარტი, პარაგრაფი თავისუფლების მოედანი
მონაწილეობა
სტანდარტული ნომინაცია
- საზოგადოებრივ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება
- გამარჯვებული ნომინანტი გამოვლინდება მაგთიკომის უნიკალურ ნომრებზე განხორციელებული ზარების მიხედვით
- დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანიის ერთი წარმომადგენლის დასწრება
პარტნიორის რჩეული
- სპეციალურად შედგენილ სიაში (short list) მონაწილეობის მიღება
- გამარჯვებული ნომინანტი გამოვლინდება პარტნიორი კომპანიების მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და შერჩევის მიხედვით
- ნომინანტებს საშუალება ექნებათ დაჯილდოებაზე აწარმოონ დამატებითი მარკეტინგული კომუნიკაცია
- პარტნიორის რჩეულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდო
- დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანიის ერთი წარმომადგენლის დასწრება
გახდი ნომინანტი
- მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნომინაცია, შეავსეთ განაცხადი, ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე.
გახდი პარტნიორი
გახდი პარტნიორი და მონაწილე:
გახდით FMCG Expo & Awards პარტნიორი,
წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი, დაამყარეთ კავშირები და წვლილი შეიტანეთ FMCG ინდუსტრიის ზრდასა და მოდერნიზაციაში.
- წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი FMCG სექტორის წარმომადგენლებთან
- დაესწროთ დაჯილდოების ცერემონიალს
- დააწესოთ სპეციალური ნომინაცია თქვენი ბრენდისთვის
- ღონისძიების ფარგლებში გაშუქდეს თქვენი ბრენდი სხვადასხვა მედიის საშუალებით
პარტნიორობის დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: